”ქართული ოცნების” დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე მარნეულში, სოფელ ქვემო სარალში იმყოფებიან.როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ისინი ადგილზე ეცნობიან სიტუაციას. ”ქართული ოცნების” დეპუტატებს გაესაუბრა ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, რომელმაც აღნიშნა, რომ 58-ე საარჩევნო უბანზე ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს ილქაზიმ აგუბოვსა და ”ევროპული საქართველოს” მხარდამჭერს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.”ქართული ოცნების” დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საჭიროა სამართალდამცველებმა შეისწავლონ მოხდა თუ არა მსგავსი ფაქტი.