საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აგრძელდება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტის დამუშავება სპეციალური სითხეებით. ამჯერად სადეზინფექციო-პროფილაქტიკური სამუშაოები "სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჩატარდა.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და სურსათის ეროვნული სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოებს შესაბამისი ტექნიკური და საკადრო რესურსით კოორდინირებულად ახორციელებენ.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები და სხვადასხვა ინვენტარი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სპეციალური სითხით მუშავდება.