მზდება არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის უკვე დაწყებულია. ცერემონია თელავში ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება. კახეთში უკვე ჩავიდენენ ცერემონიის საორგანიზაციო კომისიის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ისინი კონკრეტულ ლოკაციებს შეათანხმებენ და გადაწყვეტენ, რა ფორმა ექნება ინაუგურაციას. როგორც წინასწარ ხდება ცნობილი , პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიება მასშტაბური, თუმცა არა პომპეზური იქნება , პარალელები კი თამარ თამარ მეფესთანაც იქნება გავლებული. ორგანიზატორები ამბობენ რომ ინაუგურაციის სტილი უნდა იყოს ღირსეული, თუმცა ამავე დროს შენარჩუნებული იქნება სისადავეც. ცერემონია, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილია, გადაწყვეტილი ქართული დროშის ფერებში იქნება.