ფინელები არამარტო "ბედნიერების მსოფლიო ანგარიშში", სხვა საერთაშორისო რეიტინგშიც პირველ პოზიციებს იკავებენ. ფინელებთან ერთად ბედნიერი ხალხის რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე მათი ჩრდილოევროპელი მეზობლებიც მოხვდნენ, რადგან ყველა კვლევის თანახმად, ისინი ყველაზე სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნებში ცხოვრებენ, საუკეთესო ხელისუფლებით და ცხოვრების მაღალი დონით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და თითქმის არარსებული კორუფციით. ამასთან, Eurobarometer-ის გამოკითხვის თანახმად, ფინელები ყველაზე მეტად ენდობიან თანამოქალაქეებს.კვლევაში ყურადღება ფინეთში ჩასულ მიგრანტებზეც ამახვილებენ, რომლებიც თითქმის ისეთივე ბედნიერები არიან, როგორც დანარჩენი მოსახლეობა. კვლევის თანახმად, ფინურ მიდგომას ბედნიერებაზე საერთო არაფერი აქვს ტკბილ ცხოვრებასთან. იქ მიიჩნევენ, რომ ბედნიერებას გამომუშავება სჭირდება და ფინელები იშვიათად აძლევენ საკუთარ თავს უსაქმოდ ყოფნის უფლებას.
მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანა ღარიბი იყო და ჯერ შვედეთზე, შემდეგ კი რუსეთზე იყო დამოკიდებული ფინელები ახლა ყველაზე კმაყოფილი გადამხდელები არიან მსოფლიოში. სწორედ გადასახადებით ფინანსდება განათებული საციგურაო მოედნები და სათხილამურო ტრასები, უფასო კორტები და სანაპიროზე ხელბურთის მოედნები, უფასო ბიბლიოთეკები. საუნა ფინეთში ბედნიერების ცენტრია და იქ წასვლა ყოველდღიურობის ნაწილია. ფინელი ექიმები მიიჩნევენ, რომ საუნაში ხშირი სიარული გულის დაავადებების რისკს ამცირებს.