ბრიტანულმა გამცემამ Financial Times გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: სად წავიდეთ 2018 წელს?. მასში მიმოხილულია ბრიტანელებისთვის 2018 წლის ძირითადი ტურისტულ-სამოგზაურო მიმართულებები. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებს შორის საქართველოც მოხვდა.
გამოცემის ცნობით, საქართველოში ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ - თოვლიანი მწვერვალები, ვენახები, უძველესი ათასწლოვანი ეკლესია-მონასტრები და დატკბნენ საუცხოო ღვინითა და ქართული სამზარეულოს კერძებით. 2018 წლის ძირითადად ტურისტულ-სამოგზაურო მიმართულებებში მოხვდა ასევე: პაკისტანი, საუდის არაბეთი, ზიმბაბვე, სეიშელის კუნძულები, კანადა და სხვა ქვეყნები.