18:44
26 ოქტომბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სად რა რაოდენობით მზესუმზირის ზეთს ყიდულობს საქართველო
01-09-2021

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 20 581 ტონა ზეთი იყიდა, რაც 4 ათას ტონაზე ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში 24 747 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ზეთის იმპორტის ღირებულება იყო 21,294 მლნ დოლარი, 2021 წელს კი 30,359 მლნ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წინა წლის ანალოგიურად, წელსაც ბაზრის უდიდესი წილი, 72% რუსეთზე მოდის, შემდეგია აზერბაიჯანი და უკრაინა. ჯამში, 2021 წლის 7 თვეში საქართველომ მზესუმზირის ზეთი 12 ქვეყანაში იყიდა.

მზესუმზირის ზეთის ტოპ-3 იმპორტიორი ქვეყანა:
• რუსეთი - 17 828 ტონა (26,026 მლნ დოლარი)
• აზერბაიჯანი - 1 684 ტონა (2,609 მლნ დოლარი)
• უკრაინა - 868 ტონა (1,536 მლნ დოლარი)

ამასთან, საქართველომ 2021 წელს ზეთი იყიდა შემდეგ ქვეყნებში: თურქეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი და ა.შ. თუმცა ყველგან შესყიდვა მცირე რაოდენობით განხორციელდა

AutoPlay
ამერიკელმა სელექციონერებმა "ატმის მოცვი" გამოიყვანეს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ევროკავშირში მესამე კვარტალში გაყიდული მანქანებიდან ყოველი მეხუთე ელექტრომობილია
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
საფრანგეთში 2024 წლიდან ძაღლებისა და კატების ზოომაღაზიებში გაყიდვა აიკრძალება
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
მოსავლის მესამედი უკვე გასულია ექსპორტზე - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
რუსეთის მოქალაქეებს შესაძლოა, საქართველოში უძრავი ქონების შეძენა/რეგისტრაცია აეკრძალოთ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
თბილისში ბინები 7.3%-ით, ხოლო კერძო სახლები - 13.5%-ით გაძვირდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები