აზერბაიჯანი, გერმანია, ეგვიპტე, ნიდერლანდები - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც საქართველოში კარტოფილი შემოდის. „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საერთო ჯამში 3 მილიონ 225 ათასი დოლარის ღირებულების 14 ათას 206 ტონა კარტოფილის იმპორტი 11 ქვეყნიდან განხორციელდა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს, თურქეთი, საიდანაც ყველაზე მეტი კარტოფილი შემოვიდა, მას მოსდევს რუსეთი, აზერბაიჯანი, გერმანია და ეგვიპტე.
ამასთან, საქართველომ 2020 იანვარ-აგვისტოში 916 ათასი დოლარის ღირებულების 3 ათასი ტონა კარტოფილი 8 ქვეყანაში გაყიდა. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, რუსეთი, მოლდოვა, ბელორუსი, ყაზახეთი, სომხეთი, სინგაპური და ჰონკონგი.