„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი”, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 45 პაციენტიდან 18 თბილისში მკურნალობდა.