ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 4 გარდაცვლილიდან 2 თბილისში მკურნალობდა, 2 კი ბათუმში.
მარინა ენდელაძის თქმით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკულად მძიმე 70-ზე მეტი პაციენტია.
„გარდაცვლილია 4 პაციენტი, 2- თბილისში, 2 კი ბათუმშია. სხვა მონაცემები არ ვიცი“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს.