13:40
3 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
საღამოს NEWSROOM
სად მიდის ფული, რომელსაც ყოველდღიურად ლიფტში ყრით - სრულიად გაუკონტროლებელი 61 მილიონი ლარი წელიწადში
29-10-2019

თბილისში არსებული უამრავი პრობლემის გარდა, დღემდე აქტუალურია ლიფტების საკითხიც. გარდა იმისა, რომ საბჭოთადროინდელმა მაღალსართულიანმა შენობებმა დედაქალაქის იერსახე დაამახინჯა, მოსახლეობას ყოველდღიურად და ხანდახან დღეში რამდენჯერმე უწევს ერთ თავსატეხზე ფიქრი: მუდმივად თან ჰქონდეთ 10 ან 20-თეთრიანი მონეტები.

ერთი შეხედვით, დღეში ერთხელ ან ორჯერ ჩაგდებული 10 და 20-თეთრიანი სერიოზულ ხარჯს არ წარმოადგენს. ფასიანი ლიფტებიდან ამოღებული თანხა ძირითადად მის მომსახურებას, შეკეთებასა და ელექტროენერგიის ყოველთვიურ საფასურს ხმარდება. იმ შემთხვევაში, თუ ლიფტს ძვირად ღირებული ნაწილი გაუფუჭდა, შესაძლოა, კერძო კომპანიამ თანხის დამატება მცხოვრებლებსაც სთხოვოს. თუმცა აქ მთავარი პრობლემა ის არის, თუ რამდენად კეთილსინდისიერები არიან ლიფტების კომპანიები, როდესაც ამ თანხას იღებენ.

თუკი ლიფტები გაუმართავია, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, სად მიდის ლიფტის ყუთებში ჩაყრილი მობინადრეების ფული?
როგორც CA international-ის გენერალური დირექტორი სანდრო შელია გვეუბნება, თბილისში დაახლოებით 17 000 ლიფტია, რომელშიც ხურდის ჩასაყრელი ყუთია დამონტაჟებული.

ქალაქში არ არსებობს სამსახური, რომელიც ლიფტების ექსპლუატაციის ვადასა და მათ გამართულობას შეამოწმებს და არ არსებობს უწყება, რომელიც პასუხს გაგვცემს კითხვაზე - სად მიდის თბილისის ათასობით მოსახლის მიერ ლიფტის მეტალის ყუთში ჩაყრილი მილიონობით ლარი.

AutoPlay
"დეზინფექცია? წყალი, პირდაპირ და მარჯვნივ..." - როგორ არღვევს სახელმწიფო მის მიერვე დადგენილ რეგულაციებს?
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
პუტინი 2036 წლამდე - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
"მეძახდნენ ძროხას..." - რას ჰყვებიან ადამიანები, რომლებიც ჭარბი წონის გამო ჩაგვრას განიცდიან
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
რეალური ისტორიები, როგორ მოქმედებენ დაქირავებული მკვლელები საქართველოში
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბები - Newsroom პალიტრანიუსის ეთერში!
01-07-2020
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბები - Newsroom პალიტრანიუსის ეთერში!
30-06-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ლევანი, დიდი დიღომი, პეტრიწის
30-10-2019
დიდი სიამოვნებით მოვიწვევდით კომპანიას, რომელიც შეამოწმებდა ჩვენს კორპუსში ლიფტების მდგომარეობას და გასცემდა სატანადო სერთიფიკატს, თუნდაც გარკვეული ვადით მოქმედს (როგორც ავტომანქანების ტექდათვალიერებაა), და გადავუხდიდით სათანადო ოფიციალურ გადასახადს...(ბუნებრივია, სათანადო სერტიფიკატის წარმოდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ)
სხვა სიახლეები