რომში მდებარე ტრევის შადრევანს ხანგრძლივი ტრადიცია აქვს: თუ მასთან ზურგით დადგებით და მონეტას მარცხენა ხელით გადააგდებთ, რომში კიდევ ერთი მოგზაურობა გარანტირებული გაქვთ. ყოველდღიურად ამ ტრადიციას ათასობით ადამიანი მისდევს და მონეტებს შადრევანში ყრის, შედეგად კი კვირაში დაახლოებით 15 ათასი დოლარი, წელიწადში კი თითქმის 1 მილიონი დოლარი გროვდება. ტრევის შადრევანში ერთ დღეში იმდენი მონეტა გროვდება, რომ რომის კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas-ს რამდენიმე საათი სჭირდება მათ ამოსაღებად და საჭიროების მქონე ადამიანებს შორის თანხის განაწილებისთვის. ორგანიზაციამ შადრევანში შეგროვებული მონეტებით 2008 წელს იაფფასიანი სუპერმარკეტიც კი გახსნა.