"სად იყავით აქამდე?" - ბინალი ილდირიმ საერთაშორისო კოალიციას მიმართა - Palitra News

"სად იყავით აქამდე?" - ბინალი ილდირიმ საერთაშორისო კოალიციას მიმართა

2018-04-14 19:18:47+04:00

სად იყავით აქამდე? - ასე გამოეხმაურა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ ოპერაციას სირიის რეჟიმის წინააღმდეგ. თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის დადებითად აფასებს აღნიშნულ ოპერაციას, თუმცა მუდმივი მშვიდობისთვის უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.