საზღვრების კვეთა დოკუმენტაციის გარეშე - უპასპორტო მიხეილ სააკაშვილი ამჯერად უნგრეთში იმყოფება, სადაც ის ლიტვიდან ჩავიდა. ექს-პრეზიდენტი უმცროს ვაჟთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ოჯახთან ერთად უნგრეთში, ბალატონის ტბაზე იმყოფება.
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს დაკარგა. ამის შემდეგ ის ჯერ შეერთებულ შტატებში გამოჩნდა, ამერიკიდან 4 აგვისტოს პოლონეთში ჩაფრინდა, შემდეგ კი ლიტვაში გადავიდა. სააკაშვილი აცხადებს რომ ევროპაში მოგზაურობას აპირებს.