დასრულდება კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ სად გადავინაცვლებ, - ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. დავით ნარმანია არ აკონკრეტებს ამ დროისთვის მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ სად აპირებს სამსახურის გაგრძელებას . კითხვაზე, ხომ არ ყოფილა შეთავაზება აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციასთან დაკავშირებით, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ “ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის”.