მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 578 ერთეული შეადგინა, რაც მაისის თვის მონაცემზე 5.2%-ით ნაკლებია, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ივნისში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებიდან 97.8% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 2.2% - არასამეწარმეო სუბიექტი. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი 1 922 ბიზნეს სუბიექტი თბილისში, ყველაზე ცოტა 62 ერთეული კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა.