საპენსიო ფონდში ბოლო მონაცემებით, 37 ათასზე მეტი კერძო კომპანია და 310 000 საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანი გაწევრიანდა. ლევან სურგულაძის თქმით, ამჟამად საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა 50 მილიონ ლარს აღემატება. მისივე ინფორმაციით, თანხა საბანკო ანგარიშებზეა განთავსებული და საშუალოდ 5-6%-იანი სარგებელი ერიცხება. საპენსიო სააგენტოს პირად ანგარიშზე განთავსებული ინფორმაციის ნახვა ყველა დასაქმებულს შეუძლიასაპენსიო სააგენტოს საიტზე ამ ეტაპზე რამდენიმე ვაკანტური თანამდებობის შესახებაა ინფორმაცია განთავსებული. დასაკომპლექტებელია საინვესტიციო საბჭო. ლევან სურგულაძის განმარტებით, საბჭოს წევრების შესარჩევად ვაკანსიები ორ საერთაშორისო გამოცემაში - fაინეშელ თაიმსსა და ეკონომისტში გამოქვეყნდება. გუნდი კი სავარაუდოდ 2 თვეში ჩამოყალიბდება. ამასთან სურგულაძის თქმით საპენსიო ფონდში განთავსებული თანხების ინვესტირება რამდენიმე თვეში დაიწყებამას შემდეგ რაც ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა, ბაზარზე კერძო საპენსიო ფონდების მიმართ ინტერესი გაქრა. ჯი პი აი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აბობს, რომ სახელმწიფოსთან კონკურენციაში შესვლა ისედაც სუსტად განვითარებული კერძო საპენსიო ფონდებისთვის, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ საკითხში სადაზღვევო სექტორს ეთანხმება ექსპერტი ლადო პაპავაც. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. მასში მონაწილოეობა სავალდებულოა 40 წლამდე ყველა დასაქმებულისთვის. 40 წელს მიღწეული ადამიანები კი ფონდის დატოვებას, სურვილის შემთხვევაში პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით შეძლებენ.