სინგაპურის განათლების სისტემა ფინეთის განათლების სისტემასთან ერთად მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა. ამას მოწმობს საერთაშორისო ტესტირების შედეგები, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ატარებს. ბოლო მსგავსი ტესტირება მათემატიკასა და მეცნიერებაში 2015 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ყველაზე მაღალი შეფასება სინგაპურელმა ბავშვებმა მიიღეს, შესაბამისად სინგაპურის განათლების სისტემა მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა. აღსანიშნავია,რომ სინგაპური ბიუჯეტის 20%-ს სწორედ განათლების სექტორში ხარჯავს.მნიშვნელოვანია, რომ სინგაპურში ბავშვს აქვს ბევრი არჩევანი ისწავლოს ის, რაც მას სურს. ზოგადსაშუალო განათლებას ბავშვი 10-11 წლის განმავლობაში იღებს. თავდაპირველად 6 წლამდე ისინი სკოლამდელ განათლებას იღებენ, რა დროსაც სწავლობენ წერისა და კითხვის ძირითად უნარებს, ასევე კრეატიულობას და სოციალურ უნარებს და ფიზიკური აქტივობითაც კავდებიან. გარდა ამისა, ბავშვებს სწავლების ამ ეტაპზე შეუძლიათ ისწავლონ ორი ენა, როგორც წესი ერთია ინგლისური, ხოლო მეორე ჩინური, მალაი ან ტამილური.ამის შემდეგ 6 წლის განმავლობაში დაწყებით სკოლაში სწავლობენ, რა დროსაც საბაზისო მათემატიკას და ინგლისურ ენას იუმჯობესებენ და კარგად სწავლობენ მშობლიურ ენას. სწავლების ამ ეტაპზე ზოგი სკოლა უფრო მეტ აქცენტს აკეთებს სპორტზე, ზოგი ხელოვნებაზე, ზოგიც კიდევ სოციალურ კლუბებზე.ამის შემდეგ კი 4-5 წლის მანძილზე საშუალო განათლებას იღებენ. მათ აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ჩვეულებრივი საშუალო სკოლა, სპეციალიზებული სკოლა ან ექსპრესს სკოლა, რომელიც 5-ის ნაცვლად 4 წლიან დაჩქარებულ სწავლებას გულისხმობს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე. საშუალო განათლების მიღების შემდეგ კი მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს პოლიტექნიკური, კოლეჯი ან უნივერსიტეტი. ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოზარდს ჰქონდეს ბევრი არჩევანი თავისი უნარებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.