კოსმოსში "უმისამართობის" გამო ადგილის განსაზღვრა რთულია, თუმცა მისი ტრაექტორიის დადგენა შესაძლებელია. როგორც SpaceX-ი "ტვიტერში" წერს, წითელი როდსტერი მარსს მიუახლოვდა და მის სიახლოვეს განაგრძობს მოზგაურობას. SpaceX-მა მისი მოგზაურობის ტრაექტორიის ამსახველი ფოტოც გაავრცელა.
Roadster-ი მარსის მიღმა გაშვებიდან ცხრა თვეში აღმოჩნდა, თუმცა, იქ დარჩენას არ აპირებს. ის ჩვენს პლანეტას რამდენიმე ასობით ათასი კილომეტრის მანძილზე 2091 წელს მოუახლოვდება, ხოლო დედამიწაზე ან ვენერაზე შეიძლება ათობით მილიონი წლის შემდეგ აღმოჩნდეს. არის 6%-იანი ალბათობა, რომ მილიონ წელიწადში კვლავ მოხვდება დედამიწაზე და 2,5 მილიონ წელიწადში ვენერაზე.