პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა. პირად შემადგენლობას სკოლის დაბადების დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა. მან სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა და სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა. ოფიციალური ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. უწყებრივი მედლებით ხუთი, ხოლო სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით კი ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.