საჩხერის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს სამსახურის თანამედროვე სტანდარტის ოფისი გაიხსნა, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი. შენობაში განთავსებულია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაც, სადაც შესაძლებელია შესაბამისი კვლევების ჩატარება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს უწყობს არსებულ გამოწვევბთან გამკლავებას და მომხმარებლის ინტერსების და ჯანმრთელობის დაცვას.