საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები ბოლო 48 საათის მანძილზე არ მიუღიათ. კლინიკის სამედიცინო მენეჯერის მაია ხელაძის ინფორმაციით, დადებითი დინამიკაა მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტებთან მიმართებითაც. სამ პაციენტთან კორონავირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, გაუმჯობესება შეინიშნება მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაშიც, რომლის მდგომარეობა რთული იყო.