ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - საჩხერის "ჩიხურას" მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. საფეხბურთო კლუბის ცნობით, შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფ პირებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. მიკროავტობუსით ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" 22 ოქტომბრის მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ. შედარებით მძიმედ დაშავდა გუნდის კაპიტანი შოთა კაშია, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი.