საჩხერეში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დისტანციურად გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დაკავებულისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა, რომელიც პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება გუშინ წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილსა და მაისში ბრალდებულმა 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. სამართალდამცველებმა ის 16 მაისს დააკავეს.
დაკავებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.