საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ონის რაიონის სოფელ ზუდალის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. პრემიერმა მოსახლეობასთან საუბრის დროს ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ასევე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი მოინახულა. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა სამშენებლო სამუშაოების პროექტის მნიშვნელობას რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2022 წლამდე ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა დასრულდეს.