საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართულობის შესაძლო აკრძალვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისეთი რეგულაციების ამოქმედებაა საჭირო, რომლებიც არასრულწლოვნების ჩართულობას აზარტულ თამაშებში მაქსიმალურად შეზღუდავს. მისივე თქმით, ეს საკითხი აქტუალურია და გარდა იმისა, რომ იგეგმება აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა, მომზადდება კანონპროექტი, სადაც ახალი ასაკობრივი შეზღუდვები იქნება გათვალისწინებული.