12:49
23 აგვისტო, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
საჭიროა იარლიყის გარეშეც იცოდეთ, ბუნებრივი და სინთეტიკური ქსოვილების გარჩევა, რაც ბევრს უჭირს - ნახეთ, რა ექსპერიმენტი ჩავატარეთ
10-06-2019

საჭიროა იარლიყის გარეშეც იცოდეთ ბუნებრივი და ხელოვნური მატერიის გარჩევა. იმის გასარკვევად, ანსხვავებს, თუ არა მომხმარებელი ნატურალურ ქსოვილს, სინთეტიკურისგან, ექსპერიმენტი ჩავატარეთ და გამოვკითხეთ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემების წამყვანები.

როგორც გაირკვა, მომხმარებლების დიდი ნაწილი ბუნებრივ ქსოვილებს ვერ ანსხვავებს სინთეტიკურისგან. სინამდვილეში მათი განსხვავება არც ისე რთულია. ხელოვნური ქსოვილი ყოველთვის არაბუნებრივად ბზინავს, ბუნებრივი მატერია უფრო ერთგვაროვანია, ხელოვნურის შემთხვევაში კი შეიმჩნევა მბზინავი ჩანართები. გარდა ამისა, თუ საშუალება გაქვთ, რომ ქსოვილს პატარა დეტალი მოაჭრათ, ან თუნდაც პატარა ძაფი, ქსოვილის ნატურალურობის დადგენა კიდევ უფრო გამარტივდება. წაუკიდეთ ცეცხლი ქსოვილს, ხელოვნურის შემთხვევაში ის დადნება, ნამწვავი წებოვანი იქნება, შესაძლოა ქონდეს დაახლოებით დამწვარი პლასტმასის სუნი, მაშინ, როცა ბუნებრივ ქსოვილს მარტივად წაეკიდება  ცეცხლი და დაწვისას დაიფერფლება სუნი კი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც ქაღალდის დაწვისასაა.

ნატურალური და ხელოვნური ქსოვილები ფასის მიხედვითაც განსხვავედება.

იხილეთ გადაცემა სრულად

 

AutoPlay
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში? - ეს უნდა იცოდეთ, თუ მაინც უხარისხო აქსესუარზე აკეთებთ არჩევანს
06-07-2019
"იცავს 48 საათი" და "არ ტოვებს ლაქებს" - რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის წარწერები, რაც ანტიპერსპერანტების ეტიკეტებზეა?
05-07-2019
დამტკიცებულია თუ არა მოსაზრება, რომ ალუმინის შემცველი ანტიპერსპერანტი კიბოს ან ლიმფურ კვანძებს იწვევს?
04-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
Mari
15-06-2019
გამარჯობათ თუ შეიხლება შარვლის თარგი როგორ შევადგინოთ რო ატვირთოთ.ზომები როგორ ავიღოთ და როგორ შევქმნათ თარგი.
სხვა სიახლეები