2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს. ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე პერიოდული ტესტირების საკითხებში ეკონომიკის სამინისტროს კონსულტაციები შვეიცარიულმა „ეს-ჯი-ეს“-მა უნდა გაუწიოს, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ შერჩეული კომპანია ღიად არ მუშაობს, შედეგად კი ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები არ საჯაროვდება. დავით მესხიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ტექდათვალიერების ცენტრების გახსნა რამდენიმე უცხოელ ინვესტორს სურს, თუმცა მათ არსებული გაურკვეველი ვითარება აფერხებთ. მსუბუქი ავტომობილებისათვის ტექდატალიერება საქართველოში 2004 წელს გაუქმდა, თუმცა სხვა ყველა კატეგორიისთვის გზისთვის ვარგისიანობაზე შემოწმება სავალდებულო დარჩა. მიუხედავად ამისა „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ მძღოლების აქტიურობა არც ამ კუთხით შეინიშნენა.