24 ნოემბერს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება.ამის მიზეზად ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების სახელდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ: აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება გლდანის ხიდების მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით მოხვდება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, ხიდზე ყველაზე რთული სამუშაოები მიმდინარეობს.