საბურთალოზე „ბიბლუსი გალერეა“ გაიხსნა. წიგნების მაღაზიათა ქსელის ახალი, მრავალფუნქციური ფილიალი “ბიბლუსის” დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ და დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნეს.ღონისძიება მუსიკალურად დათო ევგენიძის ბენდმა გააფორმა. ”ბიბლუსი გალერეის” პირველი სტუმრები იყვენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილი პირები - მწერლები, ლიტერატორები, კრიტიკოსები, მთარგმნელები, ისტორიკოსები, მსახიობები, ბიზნესმენები, მათ შორის, გია მურღულია, დათო ევგენიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ნანა შონია და სხვები.საბურთალოზე მდებარე ”ბიბლუსი გალერეა” მრავალფეროვან სივრცეებს აერთიანებს. წიგნების ფართო არჩევანთან ერთად, აქ არის სამკითხველო, სივრცე პრეზენტაციებისთვის, კრაფტის განყოფილება, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. ფილიალში განთავსებულია ლიტერატურული კაფე და უნიკალური ქართული ღვინის კუთხე. აქვე, ცნობილი მხატვრების რეპროდუქციებისა და პოსტერების შეძენაც არის შესაძლებელი.