ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი "საბურთალომ" "შერიფთან" ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა, მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა და როლოვიჩმა თავურით ბურთი მეტოქის კარის გაახვია. ტაიმის დასასრულს "საბურთალო" კიდევ უკეთესად ათამაშდა, ერთგვარ შტურმზე გადავიდა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა. შეხვედრის მეორე გოლი 67-ე წუთზე გავიდა, კოხრეიძემ ჯერ რამდენიმე ათეული მეტრი შესანიშნავად იარა, შემდეგ კი უძლიერესი შორეული დარტყმით ტირასპოლელთა კარი აიღო. მატჩში წერტილი 71-ე წუთზე დაისვა. კაკუბავამ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე მეტოქის მცველების უყურადღებობით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში 0-3 დააფიქსირა. განმეორებითი მატჩი 16 ივლისს თბილისში გაიმართება.