13:23
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
"საბურთალომ" "დილას" ადვილად სძლია
21-08-2019

მორიგი შეხვედრა გამართა საბურთალომაც. მათ "დილა" 3:0 დაამარცხეს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე განათების სისტემა ვერ ჩაირთო და ამიტომ მატჩი 15 წუთის დაგვიანებით, სათადარიგო მოედანზე დაიწყო. "საბურთალომ" გადახალისებული შემადგენლობით თავიდანვე შეუტია, პირველი გოლი კი 23-ე წუთზე გაიტანა - საჯარიმოდან აწეულ ბურთს რეხვიაშვილმა მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

მასპინძლებმა მეორე გოლიც სტანდარტულის შედეგად გაიტანეს, როდესაც ალთუნაშვილმა საჯარიმოდან ბურთი სწრაფად მიაწოდა გაბედავას და ამ უკანასკნელმა მეორედ დალაშქრა ჩოჩიშვილის კარი.

85-ე წუთზე კი ყენიამ როლოვიჩი გარღვევაზე გაიყვანა, რომელიც ფლანგზე რაზმაძეს გასცდა, კარში
დაარტყა. ბურთი კუციამ კი ამოიტანა, მაგრამ სანტოსს გაარტყა და ავტოგოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები