ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "საბურთალო" ზაგრებში "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა. თბილისში ზაგრების "დინამოს" მოგებამ ფაქტიურად გამოავლინა ამ წყვილში გამარჯვებული, მით უმეტეს ობიექტურად მეტოქე საქართველოს ჩემპიონზე გაცილებით ძლიერია. პირველ ტაიმში გუნდები მაღალ ტემპში არ თამაშობდნენ, ორივემ სახიფათო ეპიზოდები გაცვალეს და პირვლეი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა. მატჩში ანგარიში 77-ე წუთზე გაიხსნა, გატანილი გოლის ავტორი ორსიჩი გახდა, შემდეგ პეტკოვიჩმა ოლმოს პასით მეორედ დალაშქრა კუპატაძის კარი, ბოლოს კი თავად ოლმომაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი ამით ევროტურნირებზე ასპარეზობას არ ასრულებს, ევროპა ლიგიდან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზრ გადაერთვება და არარატს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ერევანში 8 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო კი - 15 აგვისტოს თბილისში.