დღეს თბილისის დროით 22 საათზე საფეხბურთო კლუბი საბურტალო, სტუმრად ხორვარიაში, დინამო ზაგრებს დაუპირისპირდება. მატჩის უპირობო ფავორიტად ხორვატული კლუბი მიიჩნევა, მათ თბილისურ გუნდს ლოკომოტივის არენაზე 2-0 მოუგეს და საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წრისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. შეგახსენებთ, რომ დინამო ზაგრებსა და საბურთალოს შორის გამარჯვებული ვალეტასა და ფერენცვაროშს შორის ძლიერს დაუპირისპირდება, დამარცხებული კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.