ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. პირველი გოლი თბილისურმა გუნდმა მეათე წუთზე გაუშვა. მას შემდეგ კი ფლობდა უპირატესობას, თუმცა ტაბლოზე თანაფარდობის აღდგენა ვერ მოხერხდა. სომხურმა გუნდმა გამარჯვების მომტანი ბურთის გატანა 67 წუთზე მოახერხა. ავეტისიანმა პენალტი გამოიყენა და საკუთარი გუნდი ევროპა ლიგის პლეიოფში გაიყვამა სადაც დუდელანჟს დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული ევროპის მეორე ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.