2019-20 წლის ჩემპიონთა ლიგის, საკვალიაფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში, საქართველოს ჩემპიონი, ს/კ საბურთალო ზაგრების დინამოს, თბილისში მიხეილ მესხის, ლოკომოტივის არენაზე დაუპირისპირდა. ერთი შეხედვით „საბურთალოს“ ზაგრების „დინამოსთვის“ ტოლი არაფერში დაუდია და მეტიც, რიგ ეპიზოდებში უკეთესი შთაბეჭდილებაც დატოვა. თუმცა, მატჩის გარდამტეხ ფაზაში მოუკლო და მეტოქემ ამით ისარგებლა. „საბურთალო“ ტერიტორიულ უპირატესობას კარგა ხანი ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნაში მოიკოჭლებდა. 67-ე წუთზე მისლავ ორშიჩმა ნიკოლოზ მალის პოზიციაც მოუგო და ფიზიკური ორთაბრძოლაც, რის შემდგომაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 10 წუთში შეხვედრის ჩეხმა არბიტრმა საკამათო პენალტი დანიშნა მასპინძელთა კარში, რომელიც ბრუნო პეტკოვიჩმა გოლად აქცია და საბოლოო წერტილი დასვა. განმეორებითი დაპირისპირება 1 კვირაში ზაგრებში, მაქსიმირზე გაიმართება.