ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა ურთიერთობის არავერბალური მეთოდებიც. სანამ ადამიანი გამართულ ლაპარაკს ისწავლიდა, საუბრისთვის ის ხელებს და სახის მიმიკას იყენებდა. ომში წასვლის წინ ჩვენი შორეული წინაპრები სახეზე სხვადასხვა ორნამენტს იხატავდნენ. ამით ისინი საკუთარ სიმამაცესა და გამბედაობას გამოხატავდნენ.საბრძოლო გაფერადებას ჯერ კიდევ ძველი კელტები იყენებდნენ. ამ მიზნისთვის ისინი ლურჯ ინდიგოს მოიხმარდნენ. მიღებულ სითხეს კელტები შიშველ სხეულზე ან მის ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზე ისვამდნენ.