საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულმა დაბინძურებული ტერიტორიის დეკონტამინაციის მიზნით, სიტუაციური სწავლება ჩაატარა.
სწავლების სცენარის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებმა ურბანულ გარემოში მოქალაქეების, ავტოტექნიკისა და ტერიტორიის დასუფთავება განახორციელეს. პირადმა შემადგენლობამ დაბინძურებული გარემოს გაწმენდა იმ სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით უზრუნველყო, რომელიც ქართულ მხარეს ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან უსასყიდლოდ გადაეცა. საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ასეული მსგავს წვრთნებს რეგულარულად გადის და მათ ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორები ამზადებენ.