ბოლო დღეების განმავლობაში საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურამ 40-გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა, რის გამოც ქვეყანაში ხანძრების საშიშროების გამო საფრთხის წითელი დონე შემოიღეს. ძლიერი სიცხის გამო საბერძნეთის დედაქლაქ ათენთან ახლოს კუნძულ ევბეაზე ხანძარი ტყეში გაჩნდა. საბერძნეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაში 80 მეხანძრე, 39 მანქანა, ოთხი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი იღებს მონაწილეობას.
ამასთანავე, ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. სახიფათო ზონიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად გამოწვეულმა კვამლმა ათენამდე ჩააღწია.