კორონავირუსის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ სასტუმროები და კურორტები დროებით დახურა. Greek Travel Pages-ის ინფორმაციით, შეზღუდვები 30 აპრილამდე გაგრძელდება.
საბერძნეთის ტურიზმის კონფედერაციის პრეზიდენტმა მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას "აუცილებელი და სწორი" უწოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, საბერძნეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია 331 ადამიანი, გარდაცვლილია 4, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი.