საბერძნეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებას საქართველოს საელჩო ეხმაურება. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა საქართველოს მოქალაქის ინტერვიუ, რომელშიც იგი საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. სატელეფონო საუბარი შედგა 18 ივნისს, დაკავებულმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. საქართველოს მოქალაქე საელჩოსთან კომუნიკაციაში ასევე უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და თვლის, რომ უსამართლოდაა დაკავებული - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიდინარე წლის 11 მაისს ათენთან ახლოს ქეროლაინ ქრაუჩი 11 თვის შვილის თანდასწრებით მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს. პოლიციამ 20 წლის ქრაუჩის მკვლელობისთვის ბრალი მის ქმარს წაუყენა. 32 წლის ბაბის ანაგნოსტოპულოსმა ბრალი უკვე აღიარა.