05:35
9 აპრილი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საბერძნეთში რუსეთის ორ მოქალაქეს ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შეყვანისთვის, 395 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს
27-01-2020

საბერძნეთის სააპელაციო სასამართლომ რუსეთის ორ მოქალაქეს, ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შეყვანისთვის, 395 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით, 6 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ რუსული მედია ათენში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, პლატონ დავიდოვი და ანტონ კარამოვი გასული წლის ივნისში დააკავეს. ორივე მათგანი მეზღვაურია.

საბერძნეთის კანონებით, არალეგალი მიგრანტების შემოყვანაზე კანონი მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, დამნაშავეს, პირველ მიგრანტზე, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო დანარჩენ მიგარანტებზე 7.5 წლით პატიმრობა.

რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, საბერძნეთში გახშირდა რუსი მეზღვაურების დაკავების ფაქტები, რომლებიც კონტრაქტით უცხოურ ხომალდებზე მუშაობენ. მათი ინფორმაციით, გასულ წელს 12 რუსი მეზღვაურია დაკავებული, ხოლო, მთლიანობაში, საბერძნეთში სასჯელს 24 რუსი მეზღვაური იხდის.

AutoPlay
მარინა ეზუგბაია პიკური მდგომარეობისგან თავის არიდების შესაძლებლობაზე საუბრობს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაზე
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გაგრაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გაეროს პრესმდივანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისამართით კრიტიკას ეხმაურება
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - არ არსებობს ვირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები