საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის სახანძრო სამსახურის გვერდზე გავრცელდა. ამ დრომდე უგზოუკლოდ დაკარგულად 25 ადამიანი ითვლება. ათენის მახლობლად ძლიერი ცეცხლი 23 ივლის გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ის სწრაფად გავრცელდა და დასახლებულ პუნქტებს მოედო. მისი ჩაქრობა მხოლოდ 4 დღის შემდეგ მოხერხდა. ქვეყნის მთავრობა ცეცხლის განზრახ გაჩენაზე საუბრობს.