საბერძნეთში, ხანძრის ეპიცენტრში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთი იპოვეს - Palitra News

საბერძნეთში, ხანძრის ეპიცენტრში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთი იპოვეს

2018-07-24 16:13:01+04:00

საბერძნეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საქართველოს ორი დაკარგული მოქალაქიდან ერთი იპოვეს. როგორც იოსებ ნანობაშვილმა პალიტრანიუსთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოდაა.„ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ხანძრის ეპიცენტრში იყო, კონტაქტზე გამოვიდა. ის ახლა ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ არის, მეორეს ვეძებთ“, - განაცხადა დიპლომატმა. ამჟამად დაკარგულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელსაც საქართველოს საელჩო საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ეძებს.