საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საკონსულოები და საელჩოები აღრიცხავენ. მინისტრის ინფორმაციით, ყველა ეს ადამიანი არის თვითიზოლირებული.
თავის მხრივ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართველი ეპიდემიოლოგები და საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირში იქნება უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.