საბერძნეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გაახანგრძლივა.
The Guardian-ის ინფორმაციით, ქვეყანის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღო.
„ჩვენ ამ პანდემიის უმძიმეს ნაწილში ვართ. ჰოსპიტალიზაციის არსებული ტემპის გამო, ჯანდაცვის სისტემა ინფრასტრუქტურისა და პერსონალის თვალსაზრისით შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა”, - განაცხადა საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვასილის კილილიასმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. ბრიტანული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები.
ამასთან, დღეიდან მკაცრდება გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
საბერძნეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 702 შემთხვევა გამოვლინდა და 40 ადამიანი გარდაიცვალა.