საბერძნეთის პეტროლეუმის პრეზიდენტი გრიგორის სტერგიოულისი საქართველოს, დირექტორთა საბჭოს წევრებთან ერთად ესტუმრა. თბილისში მათ ეკოს ავტოგასამართი სადგური მოინახულეს. ვიზიტის მიზეზი „ვისოლ ჯგუფთან“ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაა.
"ჰელენიკ პეტროლეუმი" ყველაზე დიდი კომერციული და ინდუსტრიული კომპლექსია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. პეტროლეუმის პრეზიდენტის თქმით, "ვისოლ ჯგუფი" საუკეთესო პარტნიორია. როგორც გრიგორის სტერგიოულისმა განაცხადა, საქართველოსთან ის მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. რაც შეეხება "ვისოლ ჯგუფს", სოსო ფხაკაძის თქმით, დაგეგმილია ბევრი საინტერესო გეგმის განხორციელება და უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.