საბერძნეთის ნაწილში შეზღუდვები მკაცრდება - Palitra News

საბერძნეთის ნაწილში შეზღუდვები მკაცრდება

2021-02-06 12:30:36+04:00

საბერძნეთის ხელისუფლება ქვეყნის ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ ათენსა და ქალაქ სალონიკში, შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ახალი ზომები ითვალისწინებს გამკაცრებულ „კომენდანტის საათს“ შაბათ-კვირის განმავლობაში, რომელიც საღამოს 6 საათზე დაიწყება. ამასთან, შაბათ-კვირას ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და საცხობები. დაიხურება საშუალო სკოლები და მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში სწავლას დაუბრუნდებიან. ახალი ზომები დღეიდან ამოქმედდება და 15 თებერვლამდე გაგრძელდება.