სამართალდამცავებმა საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 52 სპეცრაზმელი და აქციის 10 მონაწილე დაშავდა.
პოლიციის პრეს-სპიკერმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თავდაპირველად მიმიტინგეების ნაწილი შეიჭრა სასტუმროში, სადაც სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც შვიდი სპეცრაზმელი დაშავდა.
შეგახსენებთ, საბერძნეთის კუნძულებზე : ლესბოსზე, ხიოსსა და სამოსზე მოქალაქეები მთავრობის მიერ დაგეგმილ მიგრანტების ბანაკების მშენებლობას აპროტესტებენ.