საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან მიგრანტებით სავსე გემი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. საბერძნეთის სანაპირო დაცვამ 57 ადამიანის გადარჩენა შეძლო. "ევრონიუსის" ინფორმაციის თანახმად, დაღუპულებს შორის ორი ბავშვი, ოთხი ქალი და ერთი მამაკაცია. დაღუპულების ეროვნების შესახებ ცნობა ჯერ არ გავრცელებულა. მიგრანტები თურქეთიდან ევროპის ქვეყნებში მოხვედრას სწორედ ეგეოსის ზღის სახიფათო მარშრუტის გავლით ცდილობენ.