საბერძნეთის ჩრდილოეთ საზღვართან ასობით ლტოლვილია შეკრებილი, ისინი საზღვრის გადაკვეთას და ჩრდილოეთ ევროპისკენ გამგზავრებას ითხოვენ. თუმცა, ქვეყნის მთავრობა მათ მოუწოდებს დაუბრუნდნენ თავიან თავშესაფრებს, წინაღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. მიუხედავად ამისა, ლტოლვილები დაშალას არ აპირებენ, უფრო მეტიც მათ მინდორში კარვებიც გაშალეს. "ტყუიილია რომ საზღვარი გაიხსნება. საერთაშორისო შეთანხმებებში წერია რომ არსებობს ვალდებულებები, თუმცა, გათვალისწინებულია სანქციებიც", - განაცხადა საბერძნეთის მიგრაციის მინისტრმა დიმიტრის ვიტსასმა.შეგახსენებთ, საბერძნეთში ათსობით ლტოლვილი იმყოფება, მათ შორის უმრავლესობა სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდანაა.